Digest Logo

„რევოლუციაა მოზარდების შემართებაში. ჩემს კითხვაზე -„ხვიჩა უნდა გახდე? ანთებული თვალებით მპასუხობენ“ - რას წერს ზეინაბ დიასამიძე

1686064610
ხვიჩა კვარცხელია

ექიმი ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ პოსტს აქვეყნებს: 

„ჩემთან მიღებაზე უამრავი მოზარდი მოჰყავთ მშობლებს ჯანმრთელობის ცნობისათვის, ისინი სხვადასხვა სპორტის სახეობებში ვარჯიშობენ, მათ შორის ფეხბურთშიც და ეს წლებია გრძელდება...

მე კიდევ მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მომავალ ფეხბურთელებს სულ ვეკირკიმალავებოდი...მიშა მესხი, დათო ყიფიანი, სლავა მეტრეველი, გუცაევი, ჩივაძე, დარასელია თუ გაგიგიათ -მეთქი და ვევედრებოდი მათაც ესახელებინათ ქართული ფეხბურთი.... თუმცა ბავშვები ურეაქციოდ ხვდებოდნენ ჩემს ასეთ „პათოსს''...ისინი უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ...მოტივაციის გარეშე...

აი, ახლა კი რაც ხდება - ეს რევოლუციაა მოზარდების შემართებაში...

ჩემს კითხვაზე -„ხვიჩა უნდა გახდე? ანთებული თვალებით მპასუხობენ... „დიახ!“

შენ გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია...  

დიდი მადლობა ქართველი ბავშვების ამ ანთებული თვალებისთვის“, - წერს ზეინაბ დიასამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გოგომ დაწერა რამეს ხომ არ მირჩევთ, რა ვქნათო... დღეს ყოფილი ქმრის მიერ გაგუდული და ხევში გადაგდებული იპოვეს“ - ნინია კაკაბაძე

🎥 ბერ ნიკოლოზს კანალიზაცია გაუწმინდეს - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

„ჩემი მორიდებული თავის ამბავი ვინც იცით, მიხვდებით, რომ ვერ მივიდოდი, მადლობა საამაყო ხვიჩას ამ ჟესტისთვის“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი კვარაცხელიაზე