
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგის ფეისბუკსტატუსი ერთი შეხედვით, უბრალო დაკვირვებას ეძღვნება, თუმცა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულების, მადლიერების მნიშვნელობაზეა მინიშნება.
გიგაური ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ არ აფასებს ადამიანი იმას, რაც ყოველდღიურად აქვს - სანამ არ დაკარგავს.
„როდესაც ადამიანს ან ნივთს კარგავ, მაშინვე გრძნობ საშინელ დანაკლისს და აქედან გამომდინარე, ტანჯვას.
თუმცა როდესაც ეს ადამიანი ან ნივთი შენს ცხოვრებაშია, თითქოს არ აფასებ ამ სისავსეს და თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.
როდესაც ინტერნეტში ხარ - რაიმეს კითხულობ, მუსიკას უსმენ, ვინმეს ემესიჯები ან ესაუბრები, არც კი ფიქრობ, ინტერნეტზე. საკმარისია ინტერნეტი გაგეთიშოს, რომ იმავე წამს გეწყება შფოთვა. ფიქრობ, "რა მოხდა და რატომ მოხდა?“
უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ის ყავის ჭიქა, რომლითაც ყოველ დილით ყავას სვამთ, „მაგარი ტიპია“ და ის უნდა „დააფასოთ“. მასში ხომ თქვენი ენერგიაა და ის ყოველდღე სიხარულს განიჭებთ პირველივე ყლუპი ყავით.
საუბარი აღარ არის, თქვენს ახლობელ ადამიანებზე.
ასე რომ, გამოხატეთ სიყვარული მათ მიმართ. სწორედ ახლა და არა მაშინ, როდესაც მათ რაიმე გაუჭირდებათ ან მათი დახმარება დაგჭირდებათ“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი გოგო ხარ...“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ „არსებობს ადამიანად ყოფნის უფლება, რომელიც უნივერსალურია...“ - რას წერს გია მურღულია?
⭕ „მორჩი მოთქმას და იმოქმედე!...“ - რას წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი?