„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ტყებუჩავა 30 სექტემბერს 41 წლის გახდა. მან დაბადების დღე კოლეგებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.
საიუბილეო წვეულებიდან კადრები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. მსახიობმა ვარდისფერი ტორტზე ანთებული სანთლები ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა.
„გილოცავ ტყებო, ნიჭიერო და მშრომელო გოგო ძალიან წარმატებული მინდა რომ იყო“, - წერს ნინო გაჩეჩილაძე.