საქართველოში პენსიას 838 000 ადამიანი იღებს. მათი უმეტესობის საზრუნავი ფინანსური კეთილდღეობა და მინიმალური ხარჯების უზრუნველყოფაა. მატერიალურ პრობლემებში იკარგება არანაკლებ მნიშვნელოვანი ემოციური მზადება პენსიაზე გასვლისთვის.
მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს საპენსიო ასაკში ცხოვრების თითქმის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება.
„მე ყოველთვის ბევრი საქმე მქონდა, პიროვნება ვარ ასეთი, რომ არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. ახლაც მაქვს განცდა, რა გავაკეთო.
ძალიან ბევრს დეპრესია ემართება ასეთ დროს, როცა სამსახურიდან მოდიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასხდნენ სახლში, ვაიმე პენსიაზე გავედი, რა ასაკში ვარ. ყველა ასაკი კარგია, ყველას თავისი სილამაზე აქვს. ძალიან ბევრი მეგობარი აღარ გვყავს მაგ ასაკში“, - ამბობს ასმათ ტყაბლაძე.
მათთვის, ვინც პენსიაზე გასვლის შემდეგ სამსახურს ტოვებს თავისუფალი დროის მართვა რთულდება. ფსიქოლოგები გამოყოფენ ემოციებს, რომელიც ასაკოვან ადამიანს პირველი პენსიის დროს შესაძლოა ახლდეს.
ეს არის შიში, დაბნეულობა, ნერვიულობა და უიმედობა. გამოსავალია ახალი სოციალური გარემოს პოვნა და იქ ადაპტირება. მათ შორის მივიწყებული აქტივობის განახლება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე 15-ის...“ - გელა დაიაურის გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეა