
დღეს 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. 15 სექტემბერი დიდი ემოციებით დატვირთული დღე აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის, რადგან მათი პატარები ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას.
სკოლისაკენ მიმავალ რიგებში იყვნენ ქართველი „სელებრითები“ და მათი შვილები, რომლებიც ფოტოებს დიდი სიხარულით უზიარებდნენ გამომწერებს.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ცნობადი ადამიანების შვილების ფოტოკოლაჟს, რომელთა ნაწილიც დღეს პირველ კლასში შევიდა.
მოდელი ირინა ონაშვილი შვილთან ერთად👇
მოდელ და ტელეწამყვან ალექსანდრა პაიჭაძის შვილები👇
შვილის სკოლაში შესვლა მნიშვნელოვანი მხოლოდ დედებისთვის როდია. იუმორისტი ვასო ფხაკაძე მამის ამპლუაში👇
მოდელი და 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე შვილებთან ერთად👇
მომღერალი გიგი დედალამაზიშვილის შვილები კერძო სკოლაში მივიდნენ, რის გამოც მათ სწავლა რამდენიმე დღის წინ დაეწყოთ... ასე გამოიყურებოდა ოჯახი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს👇
კერძო სკოლის რიგებში იდგნენ ჟურნალისტი ხატია სიჭინავას შვილებიც, რომელთა ჩაცმის სტილი ყველასგან გამორჩეულია👇
მომღერალი სალომე ბაკურაძე მის პირველ კლასელ შვილთან ერთად👇
„დაიჯესტი“ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
ასევე დაგაინტერესებთ👇