
ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ჟურნალისტი სოფო კაკაჩია სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შესახებ წერს და ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს.
მისი სურვილია, წარმატებულმა სპორტსმენმა ერთი გოლი გარდაცვლილ ნიკო კვარაცხელიას სახელზე გაიტანოს.
„ნიკო კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობიდან დღეს წელიწადი შესრულდა...
წალენჯიხა, რომელიც ჩემი დედულეთია და ძალიან მიყვარს, ასევე ორი არაჩვეულებრივი ბიჭის მშობლიური კუთხეცაა, თან ორივე კვარაცხელიასი...
ნიკო წაგვართვეს, ხვიჩა კი იპყრობს მწვერვალებს...
თუ ეს მიმართვა ხვიჩამდე მივა, ვისურვებდი, რომ მას ერთი გოლი ნიკოს ხსოვნისთვის მიეძღვნა...“, - წერს სოფო კაკაჩია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩვენს სკოლაში ზეიმის ნაცვლად დიდი გლოვაა“ - ტრაგედია, რომელმაც წალენჯიხა შეძრა