Digest Logo

„როგორ წარმოიქმნება საცობი - ერთ კადრში. მარტო მერიას ნუ დაადანაშაულებთ, თანამოქალაქე ავტომფლობელებსაც მოჰკითხეთ“ - ვახუშტი მენაბდე

1679929204
საცობი თბილისში

„როგორ წარმოიქმნება საცობი - ერთ კადრში. მარტო მერიას ნუ დაადანაშაულებთ, თანამოქალაქე ავტომფლობელებსაც მოჰკითხეთ“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და მტკიცებულებად ბარნოვზე გადაღებულ სურათს ავრცელებს.

🔵„ისეთი საცობია, ხალხი ვაგონიდან ვერ გამოდის“ - ნახეთ, რა ხდება სადგურის მოედანზე

„როგორ წარმოიქმნება საცობი - ერთ კადრში. მარტო მერიას ნუ დაადანაშაულებთ, თანამოქალაქე ავტომფლობელებსაც მოჰკითხეთ.

ეს ფოტო რამდენიმე წუთის წინ გადავიღე. ბარნოვის ქუჩაა. უკან მრგვალი ბაღი მოჩანს. ამ ადგილზე ორმხრივი მოძრაობაა. ორივე მხარეს თითო ზოლია, ოღონდ ფოტოდან მარცხენა მიმართულებაზე პარკინგია დაშვებული. პარკინგი ავტობუსის გაჩერებასთან სრულდება, რადგან იქ ავტობუსი უნდა შევიდეს. თუ ასე მოხდება მაშინ სხვა ავტომობილებისთვის ზოლი თავისუფალი რჩება სამოძრაოდ და პრობლემაც არ წარმოიშობა, მაგრამ თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ გაჩერებაზე მანქანები დგას. ამის გამო ავტობუსი გაჩერებაზე ვერ შედის, სამოძრაო ზოლში უწევს გაჩერება და მოძრაობას ჭედავს.

პიკის საათში რამდენჯერაც არ უნდა გამოიაროთ სულ ასეთი სიტუაცია დაგხვდებათ“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით“ - დედა სიდონია

🔵„აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“ - საგანგებო განცხადება