Digest Logo

🎥 „რომ დამჭირდეს ყველგან ვიმუშავებ...ჩემ თავს პირობა მივეცი ბინას შევიძენდი“ - რატომ აქვს თამო ვაშალომიძეს 2-მილიონიანი ფინანსური ვალდებულება

1782643703
თამო ვაშალომიძე

მსახიობი და ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე გადაცემაში „სარკასტიკა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო მისი ფინანსური ვალდებულებები იყო და გააჟღერა რომ 2 მილიონი ჰქონდა ვალი.

ამჯერად იგი ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ხსნის თუ რატომ აქვს ამ რაოდენობის ფინანსური ვალდებულება:

„ამ სამყაროში მე ვალის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და უფრო და უფრო მეტი მოგცეთ. ასე მოხდა, მქონდა ერთი ვალი, ვიყიდე ბინა ორი წლის წინ და მქონდა გაქირავებული. იყო ერთ ოთახიანი.

ახლა ქირით რომ ვიყავი, ძალიან უცებ ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ბინას შევიძენდი და ძალიან არად დაემთხვა, უცხოვრებელი ექვს ოთახიანი ბინა იმაზე იაფად ვიყიდე ვიდრე ღირს. შემეშინდა მაგრამ ვხვდები იმასაც რომ ერთი ქალი ვარ, ერთი, მაგრამ გავრისკე.

რომ დამჭირდეს ყველგან ვიმუშავებ, არაფერი მეთაკილება ცხოვრებაში. ჩემი შვილების და ჩემი განვითარების გამო. მოვა დრო და 10 წელიწადში ვალი აღარ მექნება. 4 სამსახურში ვიმუშავებ და მაინც ყველაფერი გამომივა მთავარია ყველაფერი კარგად იყოს“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „გადაუჭრელი ამბები ახლა კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდება“ - იუპიტერი ლომში და რეტროგრადული მერკური: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕ „გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი“ - რა ისტორიას იხსენებს ზურაბ შევარდნაძე

⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს