საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.
გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სამწუხარო ამბავმა მთელი საქართველო მოიცვა. ახლობლები, მეგობრები, კოლეგები გიორგის არაერთ ემოციურ გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან.
„როგორია ცხოვრება, იბრძვი სიცოცხლისთვის და წამში აღარ ხარ. მეგონა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა. ნათელში იყავი კობერ“, - წერს გიორგი პერტია.
„მთელი ჩვენი ბავშვობა ერთად. რამდენი შემიძლია მასზე მოვიგონო, თუმცა ყელში ბურთი მეჩხირება. სამწუხაროდ გიო აღარ გვყავს“.
„არ მყოფნის მასზე ფიქრი და დარდიც, გული ჩამწვარი მაქვს. ბოლოს, როცა დამძიმდა უთქვამს ვინ არ მომკვდარაო და გავბრაზდი, რომ მივწერე მიპასუხა გადავიტან ამასაცო, მაგრამ …
მისგან მხოლოდ სიკეთე, სიყვარული, სიმშვიდე მახსოვს… უკარგესი იუმორი, უკარგესი ისტორიები, თავგადასავლები. კობერ ძალიან მიყვარხარ, ძალიან ვწუხვარ:((“, - წერს სალომე ბოკუჩავა.
„შენსავით არავის უყვარდა სიცოცხლე…. რა უსამართლოა ეს სამყარო….კუზნო“, - წერს ნინო კვირკვია.
„არ ვიცი ამ ამბავს როდის გავიაზრებ...
ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ უკვე ძალიან მენატრება.
ყველაზე სწორი, ყველაზე განსაკუთრებული იუმორის, ოპტიმიზმის მქონე, უპირობოდ საიმედო და ყველაზე სიმპათიური... მადლობა მეგობრობისთვის...“, - წერს სოფო ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ: