საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე, 2 თვით ადრე ის საქართველოში დაბრუნდა. როგორც ის წერდა, თავს მხნედ გრძნობდა და საზოგადოებას მადლობას უხდიდა.
„ვბრუნდებით საქართველოში.
თითქმის სამი თვის განმავლობაში სტამბოლში მკურნალობის კიდევ ერთი კურსი გავიარე. (ქიმიოთერაპიები და დონორისგან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა).
ექიმებმა რეაბილიტაცია და მკაცრი რეჟიმი შემდეგი ერთი წლის განმავლობაშიო - არა ხალხმრავლობა, არანაირი ვირუსი და მკაცრი დიეტა.
თავს მხნედ ვგრძნობ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
ჩემი მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, (მწვავე მეილობლასტური ლეიკემია) უჯრედების გადანერგვაზე და ქიმიოთერაპიებზე, ჯანდაცვისა და მერიის ფინანსური პროგრამები ძალიან დიდი დახმარებაა“, - წერდა გიორგი კობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: