ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ემოციურ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„რომელ გზაზეც მარტოა ადამიანი, ხან და ხან, ეგ გზა სულაც არ არის ცარიელი, იქ ზოგჯერ თავად ღმერთი უცდის მას.
საინტერესოა და გეტყვით, რომ ადამიანი ძალიან ჰგავს მიწას, რაც უფრო სტკივა, მით უფრო ნაყოფიერი ხდება.
ვინც საკუთარ სიბნელეს არ გაექცევა, ის უკვე იწყებს სინათლეში სიარულს, ხოლო ვინც შიშს არ ნებდება, იმან თავისუფლების ფასი იცის.
სიბრძნე მარტო წლებს კი არა, გულის გახსნას მოაქვს. როცა გული ღმერთს პოულობს გამოცდილებაც უხვად მოდის.
დრო იმის მასწავლებელია, თუ როგორ უნდა იცხოვრო.
მოგონებები არ გვაბერებს, ისინი გვაუწყებენ სად დავიკარგეთ და როგორ ვიპოვოთ ჩვენი თავი.
ყოველ დილას ახალი შანსი მოაქვს - ისევ გახდე ადამიანი. თუ სიყვარული სუფთაა, ის დროს არ ემორჩილება.
ხშირად, ყველაზე ბნელი ღამე გამოფხიზლების დასაწყისია.
ბევრისთვის პარადოქსია, თუმცა განურჩევლად ავკარგიანობისა, საბოლოოდ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება.
ცხოვრების ყველა ეტაპზე გავდივართ და ვიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც მზად ვართ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: