Digest Logo

„როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

1648045103
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს ვინც ტოქ-შოუებში მონაწილეობისას მას კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს.

„სანამ ტოკშოუებში კონკრეტულ საკითხზე კამათი კონფლიქტად ჩაითვლება და ვისაც ამ საჭირბოროტო საკითხების გარჩევა უნდა და არა მთვრალივით სადღეგრძელოების ბოდიალი – კონფლიქტურად, მანამდე ვიბუყბუყებთ ამ ჭაობში.

იქნება ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლა, თუ ყოფნა არ ყოფნა, იქნება ეს, ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის ტაქტიკა და სტრატეგია.
 
აი, ჭაობის სუნი რომ შეგაწუხებთ, ის დედუცები გაიხსენეთ, კამათს რომ იწყებ და პირში რაღაც ამორფულ მასას გჩრიან – ცარიელ ადგილას კონფლიქტს ნუ ქმნიო.
 
ხალხო, ტოკშოუში მოვდივარ საკამათოდ.
 
როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ“, - ვკითხულობთ „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკპოსტში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ვყოფ რუსებად და უკრაინელებად. ჩემთვის სამყარო ახლა იყოფა პუტინისტებად და ანტიპუტინისტებად“ - ქეთი დევდარიანი

🔵„ევროკავშირის წევრობა თეორიულად ყველამ იცის, რომ რაღაც კარგია, მაგრამ უფრო მეტი ილაპარაკეთ მასზე“ - გიორგი ცხადაძე

🔵„მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ“ - უკრაინიდან ჩამოსული დევნილი