Digest Logo

„რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს“ - მალხაზ გაბესკირია

1679562189
გველიგველიგველი

სოციალური ქსელის მომხმარებელი მალხაზ გაბესკირია ფეისბუკზე წერს, რომ თბილისთან ახლოს, რუსთავის ავტო ბაზრობაზე გიურზა იპოვეს. დაჭერისას საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა შეძლეს და ის ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით გადაიყვანეს და გაუშვეს.

„დღეს ჩემს მეგობარს დაურეკეს, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. მან კი მე შემატყობინა.

ავედით და მიუხედავად ვიწრო და მიუდგომელი ადგილისა, მაინც შევედი და გამოვიყვანე Macrovipera lebetina იგივე გიურზა. აღსანიშნავია რომ დაჭერისას საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს.

ხალხიც კმაყოფილი დარჩა, გველიც და ჩვენც.

მადლობა იმ კარგ ადამიანებს, რომ დარეკეს ჩვენთან და თვითნებურად არ სცადეს დაჭერა ან მოკვლა.  
გველის სიგრძე დაახლოებით, 110 სმ-ს შეადგენდა.

გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთს“, - წერს მალხაზ გაბესკირია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბავშვს პირზე ჰქონდა აფარებული და ხელები შებოჭილი, ახლაც ეტყობა ნათითურები. გამტაცებელმა რომ დაინახა უცხო ადამიანი მისდევდა...“ - რას ჰყვება დედა, რომლის შვილსაც იტაცებდნენ

🔵მაგდა პაპიძე Georgian Times-ს უჩივის

🔵 „ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი“ - ბრუკ შილდსმა 30 წლის შემდეგ აღიარა, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო