Digest Logo

რუსთავში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხანშიშესული კაცი გადაარჩინეს, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა - „გვეამაყება“

1731394863
სასწრაფოს ექიმები

რუსთავის მე-2 ბრიგადის თანამშრომლებმა პარამედიკოს დავით ოთარაშვილმა,  ექთან თეა წოწორიამ და მძღოლმა ოთარი გოგაშვილმა ხანშიშესული კაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ინფორმაციას ფეისბუკგვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, პაციენტს გული სამჯერ გაუჩერდა, თუმცა მედიკოსებმა მისი ამუშავება შეძლეს.

„ქ. რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამთენიისას გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში მიიღო.
ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხანშიშესული მამაკაცი ციანოზურ მდგომარეობაში დახვდა.

პაციენტს უჭირდა სუნთქვა. პარამედიკოს დავით ოთარაშვილის გადმოცემით პაციენტს ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა.

ელექტრო კარდიოგრამის გადაღების პროცესში მოულოდნელად გულის გაჩერება განვითარდა.

ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსი და სუნთქვა აღდგა.

სამედიცინო პერსონალმა უსწრაფესად დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირების პროცესი. კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული გულის არაპირდაპირი მასაჟით რიტმი ისევ აღდგა.

კლინიკაში შეყვანისას მესამედ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით რუსთავის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება პარამედიკოსი დავით ოთარაშვილი, ექთანი თეა წოწორია, მძღოლი ოთარი გოგაშვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ შარმანაშვილი რჩეულთან ერთად ჰავაიზე ისვენებს - სოფი ლორენის რძალი ახალ კადრებს გვიზიარებს

მარნეულში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა - დეტალები

„მადლობა ამ საოცარი თანაცხოვრებისთვის ჩემო ულამაზესო და უნიჭიერესო...“ - გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე ქორწინების 15 წლის იუბილეს ზეიმობენ