Digest Logo

„რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა 4 წლის გახდა და რა სამწუხარო გახდა ეს დღე!“ - გიორგი გასვიანი ცნობილ კომპოზიტორს ემშვიდობება

1766579258
 გიორგი გასვიანი

24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და ანრი ჯოხაძის ახლო მეგობარი გიორგი გასვიანი ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. 

„რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა ... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე...!  

გალა შენ ძალიან გიყვარდა ისევე, როგორც ყველა ბავშვი!

და რამდენი საოცარი საბავშვო სიმღერა გაქვს დაწერილი!

როგორი დედა იყავი, ან ბებია, ან შენი შვილების მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანი - ამაზე აღარც დავხარჯავ სიტყვებს!  როგორი იუმორით სავსე ადამიანი!  

როგორი კომპოზიტორი! როგორ გიყვარდა ადამიანები და მთელი სამყარო“, - წერს გიორგი გასვიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით პიროტექნიკას, ხოლო ჯარიმა 5000 ლარია“ - ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება? - რჩევები იურისტისგან!

⭕🎥 როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას? - არუნ ხათრის რჩევები!

⭕ვისთვის იქნება 2026 წელი სურვილების ასრულების წელი? - ნინა სუსლოვა „ცეცხლოვანი“ ცხენის წელზე