
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჯიმშიაშვილი, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ასევე იგი აქვეყნებს, ფრანგული გაზეთის ფოტოს, სადაც ქართველი ფეხბურთელია გამოსახული და მასზე ვრცელი სტატიაა მომზადებული:
„როგორი სიხარულია - საფრანგეთში მაღაზიაში შევდივარ თუ არა, ეს გაზეთი მხვდება თაროზე“, - წერს გიორგი ჯიმშიაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ტოვებს და „პსჟ-ში“ გადადის. ოფიციალური განცხადება თავად ფეხბურთელს ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მასთან ახალმა კლუბმა ყველა დეტალი შეათანხმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფიფქებო... ფიფქებო...“ - რუსკა მაყაშვილი ქალიშვილის სიმღერის ვიდეოს გვიზიარებს