ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანები მსჯელობენ ხოლმე ხშირად გარკვეულ საკითხებზე, ნებისმიერ თემაზე,
მსჯელობენ, მსჯელობენ,
და ხანდახან როგორ იკვეთება, რომ საკმარისია, რომ კითხვა დასვას – „კი მაგრამ, უფლის ნება რა არის?!“
და იმწამსვე ყველაფერი ლაგდება..
არ უნდა არც ფილოსოფია ბევრი,
არც თავის ტკივილი…
როგორც კი უფლის ნებას გამოეძიებ,
როგორც კი იცი ნებისმიერ საკითხზე უფლის ნება რა არის – დამთავრებულია,
არანაირი პრობლემა აღარ არსებობს,
რომ გაიაზრო რაიმე მოვლენა,
შეაფასო,
ნაბიჯი გადადგა,
იმოქმედო – აღარანაირი პრობლემა აღარ არის,
იმიტომ, რომ ღვთის ნებასთან თანხვედრაშია,
სხვა გზა აღარ არსებობს, ერთადერთი სწორი გზაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ქალს ეს ყველაფერი შეიძლება ერთად ამშვენებდეს, ჩვეულებრიობის გარდა...“ - რას წერს გია მურღულია
⭕„პირდაპირ ეთერში სტენოკარდიული შეტევა მქონდა...“ - რას ამბობს ლაშა რამიშვილი