თერაპია 1 წუთში:
1. მშობლები ცდილობდნენ ისე, როგორც შეეძლოთ. რაღაცას კარგად გაართვეს თავი, რაღაც კი საერთოდ არ გამოუვიდათ, მაგრამ ახლა თქვენ ზრდასრული ხართ და ეს თქვენი ამოცანაა, დამოუკიდებლად გაერკვეთ ამაში.
2. არავინ მოვა თქვენს გადასარჩენად. არც გმირი, არც „განსაკუთრებული ადამიანი“ და არც რაიმე ჯადოსნური შანსი. არსებობთ მხოლოდ თქვენ და თქვენი ქმედება თუნდაც ძალიან მარტივი და პატარა ნაბიჯები, მაგრამ სწორი მიმართულებით.
3. საზღვრის/საზღვრების ქონა არ ნიშნავს იყო აგრესიული, დაბლოკო ადამიანები ან ადვილად წაშალო ისინი შენი ცხოვრებიდან. ეს ნიშნავს, შეგეძლოს მშვიდად თქვა „არა“ თავის მართლებისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
4. ნუ გაეკიდებით მათ, ვინც თქვენში „სათადარიგო ვარიანტს“ ხედავს. თუ ადამიანი თქვენ არ გირჩევთ უბრალოდ იარეთ წინ.
5. საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის მასაჟები, ნიღბები და არომატული ჩაი. პირველ რიგში, ეს არის გამოძინება, საკუთარი თავის ჯანსაღი და გემრიელი საკვებით კვება და შეცდომების გამო საკუთარი თავის არდადანაშაულება.
6. ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ შეგრძნებების აღქმა, რადგან ემოციები არ გვკლავს ისინი რეალიზდება თუ ისწავლით მათ გადატანას/გამოცდას.
7. საკუთარ თავს კი არ პოულობენ საკუთარ თავს ქმნიან, ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე მოქმედებებით სწორი მიმართულებით იწყებენ ხედვას და სვლას.
და ბოლოს: ხანდახან ყველაფერი ისე რთულად არ არის, როგორც გეჩვენებათ. შესაძლოა, ახლა უბრალოდ საკმარისია გამოიძინოთ, გემრიელად ჭამოთ და ცოტა დაისვენოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე რთული ბრძოლა, რომელსაც ადამიანი გადის, საკუთარ თავში მიმდინარეობს“ - რას წერს ნონა ხიდეშელი