Digest Logo

„ყველაზე რთული ბრძოლა, რომელსაც ადამიანი გადის, საკუთარ თავში მიმდინარეობს“ - რას წერს ნონა ხიდეშელი

1784552752
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:

„გმირობა შინაგანი ტრანსფორმაციის გზაა.

ადამიანები ხშირად გმირობას გარეგნულ გამარჯვებაში ეძებენ - ბრძოლაში, ძალაუფლებასა და აღიარებაში, მაგრამ ყველაზე რთული ბრძოლა, რომელსაც ადამიანი გადის, საკუთარ თავში მიმდინარეობს.

გმირობაა, როცა ადამიანი ხვდება საკუთარ ჩრდილს — შიშებს, ეგოს, წყენას, შურს, სუსტ მხარეებს და აღარ გაურბის მას. როცა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ არჩევანზე და აღარ ეძებს დამნაშავეს გარეთ.

ყველაზე დიდი გამარჯვება ხშირად უხილავია: იყო კეთილი იქ, სადაც შეგიძლია სასტიკი გახდე, შეინარჩუნო ღირსება იქ, სადაც სხვები კარგავენ მას, აირჩიო სიმართლე მაშინაც კი, როცა ტყუილი უფრო მარტივი და უსაფრთხოა.

ნამდვილი გმირი არ არის ადამიანი, რომელიც სხვებზე მაღლა დგას. ნამდვილი გმირი ის არის, ვინც საკუთარ თავში ქაოსიდან ცნობიერებას ქმნის.

გმირობა იწყება იმ წამიდან, როცა ადამიანი საკუთარ თავისგან აღარ გარბის“, - წერს ნონა ხიდეშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კეთილი ინებე და გაიაზრე, რომ ის უძლურია და ვალდებული ხარ, მისი უძლურება იტვირთო“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„გაძლიერდება სურვილი, თამამად გამოხატონ საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითი პოტენციალი და უნიკალურობა“ - 22 ივლისს მზე ლომის ნიშანში გადავა

„წარმოიდგინეთ, როგორ ასუფთავებს წყალი თქვენს ენერგიას, ხსნის დაძაბულობას“ - რა რიტუალს გვიზიარებს ეზოტერიკოსი