Digest Logo

🎥 ნანიკო ხაზარაძე - ყველა მეუბნება: „დედა, რა კარგად გამოიყურები, როგორი დამშვიდებული სახე გაქვს“

1789458909
 ნანიკო  ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, რომელმაც პროფესიულ საქმიანობას ცოტა ხნის წინ დაანება თავი, პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარი იყო, სადაც ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა. 

როგორც თავად აღნიშნა, თავისუფალი დრო მან სწორად და ნაყოფიერად გამოიყენა:

„მე ჩანაცვლების თერაპიის მომხრე არ ვარ, თუ რაღაცას თავს ანებებ, უნდა დაანებო. ხომ იცი, სიგარეტს თავი დავანებე და „აიქოსზე“ გადავედი, ეს არ არის დანებება, ეს არის იმ სიცარიელის სხვა რაღაცით შევსება. ცოტა რადიკალი ვარ, თუ რაღაცას ვასრულებ, ვასრულებ და არ ვფიქრობ, რომ ის რაღაცით უნდა ჩაანაცვლო. 

არაფრით ჩამინაცვლებია ტელევიზია და პირიქით, დავმშვიდდი. ბევრი ადამიანი, ვისთანაც წყვეტა მქონდა და დიდი ხანი ნანახი არ მყავდა, ყველა მეუბნება: „დედა რა კარგად გამოიყურები, როგორი დამშვიდებული სახე გაქვს“. პირიქით, ძალიან კარგად და ნაყოფიერად გამოვიყენე ეს პერიოდი, რაც სახლში ვიჯექი. 

სადღაც ვიოცნებე კიდევ, რომ ვიღაც მყავდეს, ვინც დამაფინანსებს ცხოვრებაში, შეიძლება სახლიდან არც გავიდე, თუმცა ეგეთი არ მყავს, ჯერ. 

მორცხვი ვარ, ჩემთვის 10-ში 8 ეთერი ჩემს თავზე გადახტომა იყო, ვიცი პარადოქსულია. ჩემთვის კომფორტის ზონა  სახლი, ჩუსტი და ხალათი, იქ ვარ ყველაზე მშვიდად და დაცულად. სახლში ჯდომას ვერაფერს შევადარებ“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

2026 წლის მაისში ნანიკო ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ მისი თანამშრომლობა დასრულდა და არხი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა ფაქტს წინ უძღოდა გადაცემის ერთ-ერთი უხერხული მომენტი, სადაც იგი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს თავში ურტყამს

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბედნიერი დაბადების დღე, დიდ რეზის“ - ქეთი წიქვაძე მამამთილს იუბილეს ულოცავს

🎥 ალექსი და სტელა დაშორდნენ - „ახალგაზრდაა, თავისუფლება უნდა, ზოგჯერ წასვლა ნიშნავს სიყვარულს“

„სამხედრო დაძაბულობის გამწვავება, ფინანსური გარდაქმნები...“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან