Digest Logo

სალომე შარვაძემ გამომწერებს წონაში კლების საიდუმლო გაუმხილა - „ინექცია უკვე შეწყვეტილი მაქვს, ვაგრძელებ სწორ კვებას“

1789572001
სალომე შარვაძე

მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად, მან გამომწერებს წონის კლებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გასცა პასუხი:

„ერთი წლის წინ გავიკეთე კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩემი BMA ( ორგანიზმში ცხიმის ინდექსი) საკმაოდ მაღალი. გადაწყდა, ჩართულიყო ენდოკრინოლოგი, დამინიშნა სპეციალური კვება, ინექცია, რომელიც თავდაპირველად დამეხმარებოდა წონის კლებაში, ახლა უკვე შეწყვეტილი მაქვს და ვაგრძელებ უბრალოდ სწორ კვებას, ბევრ ცილას.

ვიწყებ ვარჯიშს, კუნთები მინდა ტონუსში მოვიყვანო, რაც შეეხება სახის კანს, საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. 90 კილოდან ვარ 68 კილო, კიდევ მინდა 5 კილო დავიკლო, არსად მეჩქარება და ნელ-ნელა ამ წონასაც დავიკლებ. 

დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ, ყველაზე ცოტა, 3 თუ დავლიე გადასარევი“, - ამბობს სალომე შარვაძე. 

სალომე შარვაძე პოპულარული ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია, რომელმაც საყოველთაო აღიარება და სიყვარული ქართულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული „ქეთის“ როლით მოიპოვა.

მისი მეუღლე იურისტი და ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილი 18 წელია ქორწინებაშია. მათ ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 100%-იანი დაფინანსებით იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესსკოლაში ჩაირიცხა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლილიტი“ თხის რქაში: რა თემებს წამოსწევს ტრანზიტი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ანა ჯალაღონიას ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 რა შეიცვალა მარიამ ელიეშვილის ცხოვრებაში შვილის დაბადების შემდეგ - „ძალიან უყვარს ქართული ინსტრუმენტები, სიმღერები“

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს - ნახეთ, საკონკურსო კლიპი