Digest Logo

„სამართალმა პური ჭამა...“ - გიორგი ჯაჯანიძის ემოციური ჩანაწერი 23 სექტემბრის ბუნიობასა და ადამიანურ არჩევანზე

1790157961
 გიორგი ჯაჯანიძე

23 სექტემბრის ბუნიობისა და დღე-ღამტოლობის დღეს ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ, ფილოსოფიურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შინაგანი გათავისუფლებისა და მადლიერებისკენ მოუწოდებს.

ტელეწამყვანი წერს ადამიანურ შეცდომებზე, სამართლიანობასა და ანგელოზების დაკვირვებაზე, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანით საზღვრავენ მომავალს:

„ბევრჯერ გეპატია, ბევრჯერ გაპატიეს, ბევრჯერ შეგამჩნიეს, ბევრჯერ არ შეგიმჩნიეს, ბევრჯერ გამოძვერი, ბევრჯერ გამოგაძვრინეს.

გონებამ უღალატა, გარისკა და გაიჭედა.

როცა ამდენი ჩასაფრებული ადამიანი გყავს, ცოტა კულტურულად უნდა „ჭამო”

ტანჯვა ადამიანმა მოიგონა, შეეჩვია და მიითვისა.

ადრე, სანამ სიყვარული შეგეძლო, წელგამართული და თავაწეული დადიოდი. ახლა უხერხულად უღიმი ყველას და ცოტა მოხრილი დადიხარ.

ძალიან რთულია იყო სამართლიანი, იყო მართალი და ადამიანთა მოსიყვარულე.

ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის გზას, აკი თავის უფალია ყველა.

ჩვენ მოქმედებას აკვირდება ჩვენი ანგელოზი, თეთრი და შავი, ისინი გვიღებენ კარს და ჩვენი არჩევანით საზღვრავენ ჩვენს მომავალს.

სამართალმა პური ჭამა, უსამართლობამ მიწა.

დღეს გაიძვერა ადამიანის კოკამ წყალი ვერ მოიტანა.

23 სექტემბერია, დღეს არის ბუნიობა, დღე-ღამტოლობა.

დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია.

დღეს მნიშვნელოვანია მადლიერება. განთავისუფლდით რაც ხელს გიშლით. სურვილის ასასრულებლად ძლიერი დღეა“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება: ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რომანტიკული ურთიერთობები, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

⭕ „თამაში, სადაც წესებს მხოლოდ ის ადგენს“ - როგორ განადგურებს ნარცისი პარტნიორი ურთიერთობაში: ფსიქოლოგის რჩევები