Digest Logo

„სამწუხაროა, ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ“ - ირაკლი მაქაცარიას პასუხი ფოტოგრაფს

1658859902
 ირაკლი მაქაცარია

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფები მშივრები დატოვეს.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა თავად მაქაცარია და აღნიშნა, რომ ის ფოტოგრაფი ქორწილში საერთოდ არ ყოფილა.

„ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვიღებთ თქვენგან.

ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა!

ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რასაც გასცემთ ასმაგად  ბევრს არ დავწერ იმაზე რაც „ატყდა“ სოცქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ.

სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში.

მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელ გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events“,- წერს ირაკლი მაქაცარია.

ასევე, დაგაინტერესებთ:

🔵„იმედია, ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში, არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს?“- ლაშა ბასლანძე

🔵„ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი უკვე დაკავებულია“ - რას წერს უკრაინული მედია მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილზე

🔵🎥 „მოიტაცა გოგო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილი ირაკლი მაქაცარიას დისშვილთან დამეგობრდა

🔵„საჭმელი არ აჭამეს გადამღებ ჯგუფს, ლუკმა ვერ გაიმეტეს...“ – ფოტოგრაფის სკანდალური განცხადება