ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქვეცნობიერზე წერს:
„ჩვენ თითქმის ყოველთვის გვაქვს „გეგმა B“. ქვეცნობიერად სულ ვცდილობთ, რომ უკან დასახევი გზა დავიტოვოთ — „ვეცდები, მაგრამ თუ არ გამომივა, სხვა გზას მოვძებნი“.
სინამდვილეში, ჩვენს ყველაზე მთავარ ბრძოლებს ფსიქოლოგიურად ზუსტად აქ ვაგებთ.
სანამ სათადარიგო გზა არსებობს, ჩვენი გონება მაქსიმალურ რესურსს არასოდეს იყენებს. ენერგიის ერთი ნაწილი წარმატებისკენ მიისწრაფვის, მეორე კი — მარცხისგან თავის დაზღვევაში იხარჯება.
იაპონურ ფილოსოფიაში არსებობს ერთი საოცარი კონცეფცია — „იჩინენი“ (一念)
რაც ერთი ფიქრის, ერთი სუფთა განზრახვის ძალას ნიშნავს. ეს არის მდგომარეობა, როცა ხიდებს შეგნებულად წვავ და მერყეობა ქრება.
ლეგენდარული სამურაი, მიამოტო მუსაში ამბობდა: „როდესაც დარტყმას გადაწყვეტ, შენი ერთადერთი ფიქრი თავად დარტყმა უნდა იყოს და არა მოგერიება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალთან ურთიერთობაში ერთგულების პრინციპია მნიშვნელოვანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე