„ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარიკას როლის შემსრულებელი, თაკო კორინთელი ამჟამად „პოსტივის“ დილის გადაცემის წამყვანად მუშაობს. იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მსახიობი და ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ საყვარელ ადამიანზე ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
ამჯერად იგი მორიგ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ მან იმიჯი შეიცვალა და თმა გადაიპარსა.
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„გოგო!!!! ვაფრენ!!!“,
„ყველა ფერი რომ უხდება ამ გოგოს“,
„ყველანაირ ვარცხნილობასა და სტილში ეს გოგო ულამაზესია“,
„ძალიან გიხდება, ულამაზესი ხარ“,
„საოცრად ლამაზო და დახვეწილო“, - წერენ კომენტარებში.
მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებული არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
„შეიძლება სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუსხდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა“, - ამბობს თაკო კორინთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
🎥 სოსო ნებიერიძის მოგზაურობა გერმანიაში, ოქტობერფესტზე - მოგზაურის მორიგი შთამბეჭდავი ვიდეო