ადვოკატის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ჟურნალისტი არჩილ გამზარდია გამოეხმაურა.
„წლების წინ, ჩემი ახლობელი დააკავეს, თმის ნაწილი შეღებილი ჰქონდა, პოლიციაში აგვიხსნეს, რომ საპატიმროში მისთვისვე უკეთესი იქნებოდა თმა გადაეპარსათ და გადაპარსეს კიდეც.
ასე იყო სულ და ეს არაა ახლა მოგონილი წესი. არა მგონია თმის გადაპარსვა ამბის ატეხად ღირდეს.
ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, იცის რომ ასე ხდება“, - წერს არჩილ გამზარდია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?