
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
იგი ამჯერად „ფეისბუკზე“ ახალ ფოტოებს გვიზიარებს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„უფალმა წარმატებული გზით გატაროს საქართველოს ბულბულო, მიზნების ასრულებას გისურვებ“.
„სულ ასე გებრწყინოს ერის სიამაყე და ბრწყინვალე, უნიჭიერესო ხელოვანო“.
„ჩვენო საამაყო შვილო“, - წერენ კომენტარებში.
„დაიჯესტი“ ერთ-ერთ ინტერვიუს შეგახსენებთ, სადაც მომღერალმა მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი გაიხსენა:
„ვსწავლობდი ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში, სანზონაში.
როდესაც დავბრუნდი მუსიკალურში, ერთი ქალი შემხვდა შესასვლელში. სიამაყით შევედი და მითხრა თქვენ სამწუხაროდ გარიცხული ხართო. დიდი დარტყმა იყო, მიზეზი იყო ის, რომ სოლფეჯიოს, მუს-ლიტერატურაზე ვმღეროდი და მითხრეს, გარიცხული ხართო. ძალიან მეტკინა ადამიანურად, განვიცადე“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: