რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა.
შემდეგ კი, უამრავი პროექტში თუ სატელევიზიო შოუებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.
21 წლის რუსკას ჰყავს მეუღლე ლაშა მოწონელიძე, რომელიც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. წყვილს ასევე ჰყავს ერთი შვილი ზუკა.
ამჯერად რუსკა მეუღლესთან ერთად აბუ-დაბიში იმყოფება და მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული კადრებიდან ირკვევა, რომ იგი ილია თოფურიას ბრძოლას ესწრება.
სულ მალე აბუ-დაბიში UFC 308 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ქამარს პირველად დაიცავს.
საქართველოს დროით ბრძოლა 27 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 12-დან 1-ელ საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
ქართველს MMA-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 15 გამარჯვება აქვს. რაც შეეხება მის ამერიკელ მეტოქეს, ჰოლოუეიმ 33 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 26-ჯერ მოიგო.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს, 26 ოქტომბერს ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება
⭕საბა ლობჟანიძე მესის წინააღმდეგ - ქართველმა კვლავ გაიტანა
⭕„ჩემი დღევანდელი გრაფიკის მიუხედავად, მივედი და მივეცი ხმა მშვიდობას“ - რას წერს ნათია ბერიძე