Digest Logo

🎥 „საშინელ დღეში ჰყავს სტაფი და მომხმარებლებსაც საშინლად პასუხობს ეს არაკაცი...ვინმეს ქმარმა, როგორ ვერ ასწავლა ჭკუა?!“- თამარ ივერი ზურაბ შევარდნაძეზე

1775034443
თამარ ივერი

მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე წერს.

როგორც მომღერალი ამბობს, შევარდნაძე უხეშობით გამოირჩევა, მომხმარებელსა და თანამშრომლებს კი უდიერად ექცევა:

„კიდევ ერთი დადასტურება იმისა რომ ამ გაღრეჯილი, ვითომ პოზიტიური „შლაპიანი“ გურულის მიღმა, ერთი უზრდელი, თავხედი, გაქსუებული მეჯღანუაშვილია. საშინელ დღეში ჰყავს სტაფი და მომხმარებლებსაც საშინლად უხეშად პასუხობს ეს არაკაცი, აქამდე ერთი ვინმეს ქმარმა, როგორ ვერ „ასწავლა ჭკუა“?!, - წერს თამარ ივერი.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია, კონკრეტულად მისი მენეჯერი სოფო ჯოლოხავა, სადაც განმარტა, რატომ გახდა მოქალაქის სამსახურიდან გაშვება აუცილებელი:

„უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, როგორც პროცესში უშუალოდ ჩართულმა და ჩვენს ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია, ქალბატონ მადონას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ სეზონური დამხმარის ვაკანსია, ეს ქალბატონი მოვიდა გასაუბრებაზე და რა თქმა უნდა, მას განვუმარტეთ, რა ფუნქცია-მოვალეობებს გულისხმობდა ეს კონკრეტული პოზიცია და როგორც სხვა დანარჩენს, მასაც შევთავაზეთ ანაზღაურება, 8-საათიან სამუშაო დღეში 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გავუფორმებდით თუ არა ხელშეკრულებას. კუთვნილი ჰონორარი ქალბატონს იმთავითვე გადავუხადეთ.

მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, დასაქმების მსურველთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ კონკრეტული პოზიციისთვის იყო საჭირო და მეტიც, აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება და გადაწყვეტილება ქალბატონ მადონას არაერთხელ განვუმარტე და დავემშვიდობეთ.

შემდეგ, პერმანენტულად მწერდა როგორც ე.წ პირად „მესენჯერში“, ასევე გვწერდა „გარდენია შევარდნაძის” გვერდზე და რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეში ფორმით, ერთგვარი ზეწოლის მოხდენის მცდელობაც კი ჰქონდა, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო დღის საათები თუ მაგალითად შუა ღამის 02:00 საათი, გაუთავებლად განაგრძობდა ჩვენს დამუნათებას. რა თქმა უნდა, პასუხს მოთმინებით და კეთილი სურვილებით ვუბრუნებდით და ცოტა უხერხულიც კია, რომ ამაზე ახლა ხაზგასმა გვიწევს.

ვინაიდან ეს კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ბატონმა ზურამ გვთხოვა, რომ მოსულიყო ქალბატონი მადონა, რათა თავად პირადად აეხსნა მიზეზი და კიდევ ერთხელ განგვემარტა მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება.

ცხადია, დავხვდით აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი და სრული მზაობით, დაუზარებლად, კიდევ ერთხელ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია. ვუხსნიდით საკმაოდ დიდ ხანს, რა გვჭირდებოდა ჩვენ და რას ვერ ასრულებდა ქალბატონი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გვაქვს უფლება, თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველის დასაქმების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, არგუმენტებს დაუზარებლად წარვუდგენდით.

ამის მიუხედავად, ქალბატონი მადონა გვაქვს ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას და ამ დროს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ძალიან რთულია მოახერხო ბოლომდე თავის შეკავება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ რამდენიმედღიანი, გამოსაცდელი ვადით იყო ჩვენთან, არ გახლდათ „გარდენიას“ თანამშრომელი.

მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ასე ხელაღებით, დაუნდობლად არ შეგვეძლოს ტალახი ვესროლოთ ადამიანებს. ყველას გისურვებთ წარმატებას! ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მშრომელი ადამიანი!“, - წერს სოფო ჯოლოხავა.

სკანდალს “გარდენია შევარდნაძის“ ირგვლივ სამი დღის შემდეგ, ადრესატი ზურა შევარდნაძე გამოეხმაურა:

„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.

მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად.

იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.

თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.

გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია.

სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე

⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას

⭕„პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას...ამ დროს რთულია მოახერხო თავის შეკავება“ - რას პასუხობს „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს