
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ახლად არჩეულ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს მიმართავს.
კაკაბაძის პოსტი ჟურნალისტ თათია სამხარაძეს ეხება და როგორც პოსტიდან ვიგებთ, მას მშვიდად ცხოვრების საშუალება არ აძლევენ გარკვეული მედიასაშუალების წარმომადგენლები.
„გაავრცელეთ
თათია სამხარაძის საცხოვრებელი სახლის კარი დღეს, ახლა სულ ცოტა ხნის წინ, ისევ ჩამოიღო ნათია ბერიძემ!!!
ახლაც მის სახლთან პატრულირებენ!!!
მე მაინტერესებს, როდემდე უნდა იცხოვროს თათიამ ამ ტერორის პირობებში და როდის გაიღვიძებს ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აქვს.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ
Levan Ioseliani ან წარმომადგენელი გაგზავნეთ თათიასთან, ან თქვენ მიდით“, - წერს ნინია კაკაბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: