Digest Logo

„საზაფხულო ქოშების გამო რომ ამდენ შეურაცხყოფას მიაყენებ ახალგაზრდა დედას, უხერხულობის გრძნობა საერთოდ გამქრალი უნდა გქონდეს ადამიანს“ - ლაშა ხალვაში

1716461472
ლაშა ხალვაში

მას შემდეგ, რაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის „ფეისბუკგვერდზე“, კანის 77-ე კინო ფესტივალიდან ქართული დელეგაციის ფოტოები გამოქვეყნდა, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბაჩო ოდიშარიას ცოლი მარიამ მეტრეველი, რომელსაც ფეხზე გახდილი ჰქონდა, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.

საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული კადრი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩანან, „დაბლარვის“ გარეშე სხვადასხვა გვერდზე გამოიყენა და კრიტიკის საგნად აქცია.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში პროდიუსერი ლაშა ხალვაში გამოეხმაურა:

„საზაფხულო ქოშების გამო, რომ ამდენ შეურაცხყოფას მიაყენებ ახალგაზრდა დედას, უხერხულობის გრძნობა საერთოდ გამქრალი უნდა გქონდეს ადამიანს.

მესმის, რომ ამ შეურაცხყოფების ავტორების 95%-ს წარმოდგენა არ აქვს როგორია კანის კინოფესტივალი, მხოლოდ ტელევიზორში ნანახი წითელი ხალიჩის გლამურული ფოტოებით განსაზღვრავს იქაურ დრესკოდს. არც ის იციან, რომ ხელჩანთებით დააქვს ხალხს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დღის განმავლობაში ან ქოშებით ან სპორტული ფეხსაცმლით მოძრაობს.

ესეც რომ არ იყოს, რომელი ჩრდილოეთის ფესტივალია „კანი“, ქოში რომ გაუკვირდეს ადამიანს?

ერთი ხანში შესული უშვილო ქალბატონის კომენტარს მოვკარი თვალი „პავილიონში ბავშვები დარბოდნენო“ - რთულია ალბათ ასეთს აუხსნა ბავშვის პავილიონში ყოფნა რომ ცუდი არ არის. დარწმუნებული ვარ, იცის კიდეც, რომ კანის კინოფესტივალმა წლების წინ შექმნა „ბელუნ რუჟი“, რომელიც ფესტივალზე მყოფ ბავშვებს (კინოპროფესიონალების შვილებს) არაჩვეულებრივ პირობებს სთავაზობს იმ დღეების განმავლობაში, სანამ მშობლებთან ერთად კანში არიან (მათ შორის ფესტივალის აკრედიტაციასაც).

ამაზრზენი სანახავია კოლექტიური სიძულვილი და ბულინგი პოლიტიკური პრეფერენციების ნიშნით.

მეტი სიყვარული, ტოლერანტობა და კულტურა ერო!“, - წერს ლაშა ხალვაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად“ - ბაჩო ოდიშარია

მარიამ ნაკანმა ფეხები გამოაჩინა - ფოტოგრაფი მარიამ მეტრეველს დასცინის?

„ძალიან სერიოზულად დამგლიჯა, ორივე ფეხი და ერთი ხელი... სისხლდენა მაქვს ისევ“ - ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე ძაღლმა დაკბინა