
2020 წლის ზაფხულში მეტროს სადგური „გოცირიძე“ მხოლოდ რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა მისი გახსნა 3 წლით გადაიდო.
„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელი სადგურ გოცირიძეს გაივლის გაუჩერებლად“, - გილოცავთ, ეს ხმა „ტკბილი“ მოგენატრებათ.
აღსრულდა სრულიად „ნახალოვკს ოცნება“, ისინი დღეიდან, 17 მარტიდან მეტროს სადგურ „გოცირიძეს“ გაუჩერებლად აღარ გაივლიან და ფეხს დადგამენ „კუთვნილ ტერიტორიაზე“.
ჰოდა, ამ ამბავს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს გაუხარდა, ზოგს არ სჯეროდა, ზოგიც ღლიცინებდა. ამიტომ გთავაზობთ, მოქალაქეების კომენტარებს სადგურის გახსნასთან დაკავშირებით.
„ხვალ დილის 6 საათიდან გოცირიძეს მატარებელი აღარ გაივლის გაუჩერებლად“
„გვეშველა?“
„ 3 წელი, 3 დღე, 3 წუთი და 3 წამი“
„წინაპრებისგან ვიცი სადგური გოცირიძე, მადლობა“
„გოცირიძის რეაბილიტაცია რომ დაიწყო ორსულად ვიყავი და ახლა სამი წლის შვილი მყავს“
„გოცირიძე ბუნდოვნად მახსოვს“
„უსასრულოოო მოლოდინიიიი, იის აააქ არიიიიის“
„მოვალ ჩავიფიქრებ რამეს“
„სენსაცია“.
ასევე დაგაინტერესებთ: