ნანკა კალატოზიშვილი პასუხობს კითხვას, შეეძლო თუ არა ომის თავიდან აცილება ვოლოდიმირ ზელენსკის და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„შეეძლო თუ არა ზელენსკის აეცილებინა ომი? რა თქმა უნდა, შეეძლო, თუ ცნობდა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ყირიმს გადაულოცავდა რუსეთს, გადადგებოდა და დასვამდა მთავრობას, რომელსაც რუსეთი ლობირებს, რუსულ ენას გამოაცხადებდა სახელმწიფო ენად, ნატოსკენ არც გაიხედებოდა, არც იფიქრებდა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. მაშინ კი შეეძლო. უნდა დაეთმო ეს ყველაფერი? არა! გაჩერდებოდა ამაზე რუსეთი? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა ნუ გაა…კეთ „ომი როგორ არ აიცილას“ ძახილით, რომელიც არ დაუწყია. მის მიწაზე მივიდნენ, მის მიწას აოხრებენ, მის ხალხს კლავენ და თქვენ თუ ამ ყველაფერს დათმობდით, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, თან სერიოზული!“, - წერს ნანკა კალატოზიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება