Digest Logo

🎥 „შეიძლება იაფი ღირდეს, მაგრამ ვერასდროს ჩაანაცვლებს...“ - სანდრო ჯიბლაძე 3 ყველაზე საშიშ საკვებზე, რომელიც სუპერმარკეტში იყიდება

1758723616
სანდრო ჯიბლაძე

წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 3 ყველაზე საშიშ საკვებზე საუბრობს, რაც სუპერმარკეტებში იყიდება. 

ჩამონათვალშია მარგარინი, ტკბილი იოგურტი და ძეხვეული.

სანდრო ჯიბლაძე საზოგადოებას მოუწოდებს არ მიიღონ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები:

„სამი ყველაზე საშიში საჭმელი, რაც სუპერმარკეტში შეიძლება შეიძინოთ: 

სხვათა შორის, სამივე ძალიან ხშირად გამოყენებადია, ხშირად ბევრ ადამიანს ეშლება და ჰგონია ჯანსაღი, ამ დროს არ არის!

პირველი - მარგარინი. შეიძლება იაფი ღირდეს, მაგრამ ვერასდროს ჩაანაცვლებს კარაქს! ჯობია მეტი გადაიხადოთ და მიიღოთ ჯანსაღი ცხიმი. 

მეორე - იოგურტი. ტკბილ იოგურტში არის ფარულად იმდენი შაქარი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ პრებიოტიკებით შეიძლება იყოს მდიდარი, არ კმარა. 

მესამე - ნიტრიტებით სავსე დამუშავებული ხორცი. მართლა ძალიან მავნეა სოსისები, ძეხვეული“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„პირის ღრუს ინფექციები, მაგალითად კარიესი, პოტენციურად იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებას, პირველ რიგში გულის“ - რას წერს ლევან შელეგია

🎥 „ვართ ძალიან ახლოს მესამე მსოფლიო ომთან - კონფლიქტები, დისბალანსი, დაბალი ვიბრაციები არის პლანეტაზე...“ - რას პროგნოზირებს მარიამ შუკაკიძე

🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი