
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა ირმა ტეფნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მეგის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ფეისბუკ პოსტს, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავთ, „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო. დღეს გავიდა ერთი წელი, როცა უკანასკნელად ნახე მამა, დედმამიშვილები, დისშვილები, ავთო ძია, შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარები.
როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი დე, ძალიან მენატრებიო.
ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა, რომ ტელეფონი გამეთიშა, ნეტა რისი თქმა გინდოდა.
შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი... დღესაც გელოდები, მე ხომ ყოველდღე გირეკავ, მაგრამ დუმს შენი ტელეფონი აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა.
როცა იაკობმა დაგვტოვა, მაშინ ყველა ჩემს გვერდით იყავით, ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს, მაგრამ ასე მგონია, გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში რომ ამ ტკივილს ვუძლებ.
დედმამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია, მშობლებმაც ადრე დამტოვეს. ქმარ-შვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული“, - წერს გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა.
ასევე დაგაინტერესებთ👇