Digest Logo

„შენ ხარ ჩემი იმედი, მოტივაცია და ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - თათა გიორგობიანი ქმარს დაბადების დღეს ულოცავს

1731314945
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.

თათას მეუღლე კონსტანტინე მოსიძე იუბილარია. ცოლმა დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:

„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა!

მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში! შენ ხარ ჩემი იმედი, ჩემი მოტივაცია და ჩემი საუკეთესო მეგობარი.

მიყვარხარ სიგიჟემდე და მგონი იმის იქითაც! ბედნიერი და მადლიერი ვარ, თითოეული შენთან გატარებული წამისთვის!  

უფალი გფარავდეს მუდამ“, - წერს თათა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ანუკი ქორქია შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„სულ რაღაც 67 წლის გავხდი, მხოლოდ ერთი რამ ვერ შევძელი, ვერ ავუსრულეთ ჩემს მშობლებს თხოვნა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის დედა

🎥 „პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს“ - რას იხსენებს თეა დარჩია