Digest Logo

„შენ შეგიძლია დიდი სიყვარულით შემაძლებინო ამ უბედურებების გადატანა, ჩემო ბედნიერებავ“ - ჯონი გიგანი თაკო ჩარკვიანს

1632392398
თაკო ჩარკვიანი და მისი ქმარი

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იუბილარია. მეუღლემ - ჯონი გიგანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თაკოს დაბადების დღეს ულოცავს. 

„თაკო, მინდა ძალიან, რომ ამ ცხოვრებაში ცოტა მაინც შენთვის მოიცალო, რაც დღემდე არ გამოგივიდა, ვრწმუნდები იმაში, რომ დარჩენილი ცხოვრებაც ასე იქნება შენთვის, შენი ცხოვრება კი ყველასთვის არის გულწრფელი, მართალი, მოსიყვარულე…

გიყურებ უკვე 29 წელია… არასდროს არ დაიღალე სიყვარულის და სიკეთის გაცემით ადამიანებზე, მიკვირს და მაოცებ ამდენი მოთმინებით და სიკეთით… რასაც შენ ახერხებ ხალხისთვის ურთიერთობაში, ბევრჯერ მიფიქრია წარსულ ჩვენ განვლილ ცხოვრებაზე… ის კატასტროფები, რაც 90-იან წლებში იყო ჩვენს თავს დატრიალებული… რა იყო ისეთი რამ, რომ ადამიანისთვის ყოფილიყო ფსიქოლოგიურად რომ გადაგვეტანა ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები, რაც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც ერთად გადავიტანეთ…

ჯანმრთელად და უარყოფით კვალ დაურჩენლად, ეს მარტო, ჩემო სიცოცხლე, შენ შეგიძლია დიდი სიყვარულით შემაძლებინო ამ უბედურებების გადატანა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარტო მგონია შენ შეძლებდი ამ ყველაფრის გამკლავებას… მე კი მინდოდა, რომ ყველაფერი მშვიდად ყოფილიყო… არ ვიცი, როგორ გამომივიდა ცხოვრების განმავლობაში, როგორ გაგიწიე უღელი ცოლქმრული, მაგრამ გულწრფელად, რომ მიყვარხარ და ბედნიერები ვართ, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა 100 პროცენტით… გილოცავ, ჩემო სიცოცხლე, დაბადების დღეს… ჩემო ბედნიერებავ!..“- წერს ჯონი გიგანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵7-წლიანი ციხე, გარდაცვლილი ქმარი, ჩამორთმეული 250 ათასი ლარი და უსახლკაროდ დარჩენილი ბიზნესლედი - სკანდალური ამბები მაია რჩეულიშვილზე

🔵„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“ - რას ჰყვება მაკა ცინცაძე

🔵„დამიჯერებთ, რომ ჩემს შვილს ახლაც ველოდები?“ - ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირა