ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ძალიან იოლია სინამდვილეში სულიერი ცხოვრება — შენი არჩევანი უნდა იყოს იესო ქრისტე.
იესო ქრისტეს რა უნდა, რა არის მისი ნება — წმინდა წერილში მითხრა.
მოციქულებმა დამიწერეს და დამიდეს — უბრალოდ მე უნდა ვიცოდე.
ჩემი ინსტრუქციაა ცხოვრების,
და ჩემი რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად მომეცა, ჩემი სწორი ცხოვრების შემთხვევაში — გამრავლდება,
და უსასრულობამდე აღიწევა.
რწმენის სრულყოფას საზღვარი არ აქვს.
მცირეოდენი გვინდა,
მცირეოდენი — დანარჩენს უფალი აკეთებს.
მას ვუყვარვართ,
და მან ეს სიყვარული ჩვენ მიმართ, დაამტკიცა თავისი მოსვლით,
ტანჯვით,
და იმით რომ აღდგა,
ამაღლდა ზეცად,
და გაგვიკვალა გზა მამის სახლში“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია