ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Puff Daddy სექსუალურ ტრეფიკინგში, რეკეტში, შანტაჟსა და ძალადობაშია ეჭვმიტანილი. იგი აშშ-ის პოლიციამ უკვე დააკავა, მას შემდეგ რაც მისი სახლის ჩხრეკა განხორციელდა.
Puff Daddy ყოველწლიურად ატარებდა წვეულებებს, რომლის დასრულების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ტრეფიკინგი და სექსუალური ძალადობა მიმდინარეობდა ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე.
წვეულებებზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს საზოგადოებისთვის საყვარელი ვარსკვლავები, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიო, ბიონსე და ა.შ. შესაბამისად საზოგადოებაში მათ მიმართ გაჩნდა დიდი აგრესია და წნეხი, რადგან ადამიანების ნაწილი თვლის, რომ დანაშაულებრივ სქემაში სხვა ვარსკვლავებიც არიან ჩართულები.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მასონურ დაჯგუფებას უკავშირდება. ქართველებს კი რატომღაც პირველ რიგში მსახიობი ია ფარულავა გაახსენდათ, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე შეფასებებს სთხოვენ.
„მომდის წერილები, რომ რაც ხდება ჰოლივუდში ამასთან დაკავშირებით შენი აზრი დაწერეო, ეს მასონების ამბავია და შენც ხომ მასონი ხარო. შენი დედა მო@@@ან, სად ვთქვი, რომ მასონი ვარ? მაჩვენეთ. იქ იყო შეკითხვა - ხარ თუ არა მასონი და ვპასუხობ - არა.
კი, მე ვიყავი ეზოტერული ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ეს იყო მდიდრების გასართობი. ამ ორგანიზაციაში მოხვედრა ფული ღირს და უნდა გქონდეს გარკვეული ეზოტერული ცოდნაც“, - ამბობს ია ფარულავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპული ქართველი კაცი
🎥 გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა