Digest Logo

🎥 „შენი ოცნებები და ბედნიერება შეინახე შენთვის, იცი რატომ?“ - ფსიქოლოგი სურვილის ასრულების ტექნიკაზე

1771336217
ლიკა ცონდლერი

ფსიქოლოგი ლიკა ცონდლერი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გარეგანი ენერგიის ძალაზე საუბრობს, რასაც შენი მიზნების დანგრევა შეუძლია.

იგი გვირჩევს, რომ საკუთარი გეგმები, სურვილები, ოცნებები არ გავთქვათ, რადგან დიდი შანსია არ აგვისრულდეს:

„თუ გინდა, მალე დასრულდეს შენი კარგი ამბები, მაშინ ამაზე ყველასთან უნდა ილაპარაკო. იცი რატომ? გარეგან ენერგიას აქვს ძალა დაანგრიოს ჩვენი მიზნები. 

პირობითად, შენ შეიძლება ვიღაცას ხვდები და ბედნიერი ხარ. თუ ამაზე ილაპარაკებ აუცილებლად გამოჩნდება ბევრი კრიტიკოსი, რომელიც ჭკუის სწავლებას დაგიწყებს.

თუ სამსახურებრივ პროექტებზე ისაუბრებ, დიდი ალბათობით არ გამოვა, რადგან ადამიანები არ ვართ ბრძენი ხალხი, ყველა გესაუბრება საკუთარი კრიტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. გახსოვდეს: თუ გინდა განახორციელო მიზნები, იყო ბედნიერი, ამის შესახებ არავის ელაპარაკო! 

შენი სურვილები, შენი ოცნებები, შენი ბედნიერება შეინახე შენთვის“, - ამბობს ფსიქოლოგი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შენი რწმენა-წარმოდგენები, განწყობა და ბარიერებიც კი მხოლოდ ნასწავლი, ავტომატური რეაქციებია“ - ვინ აკონტროლებს თქვენს რეალობას?

⭕„ამ ფეთქებადმა ძალამ შეიძლება, დაანგრიოს ძველი ურთიერთობები, კავშირები და ცხოვრების ჩვეული წყობა“ - ეზოტერიკოსი 2026 წლის ერთ-ერთი საკვანძო კვირაზე

⭕„ქარი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი