Digest Logo

„შეშფოთებული ვარ ჩვენს ერთგულ, მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით“ - ნინო ჩხეიძე ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება

1696691021
მომღერალი ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე ცოტა ხნის წინ ისრაელში გამართულ კონცერტში იღებდა მონაწილეობას. ცნობილი ფაქტია, რომ იგი ხშირად დადის ქართველი ებრაელების მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე.

მომღერალი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„მშვიდობა ისრაელს, შეშფოთებული ვარ ჩვენს ერთგულ, მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით! გამარჯვება თქვენ მეგობრებო“, - წერს ნინო ჩხეიძე.

ცნობისთვის, დღეს სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ბოლო მონაცემებით შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „მაგარი გოგო იყო. დანიშნულები იყვნენ“ - რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამა

🔵 „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ბავშვის გაყიდვა და მონად ყიდვა“ - ნათია ფანჯიკიძე საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ეხმაურება

🎥 „ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“ -  ამერიკული  Voice - ის ქართველი მონაწილე მიმართვას ავრცელებს