მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს.
იგი პოდკასტის „ირინას ეპიზოდი“ სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა პროფესიაზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრების გაცნობის შემდეგ გადაიფიქრა:
- რატომ გადაიფიქრეთ ექიმობა?
მამა საბა ჭიკაიძე: შინაგანი რწმენა ბავშვობაში ყოველთვის მქონდა, თუმცა ეკლესიური ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცოდი. ეკლესიური ცხოვრება თუ არსებობდა ეგეც არ ვიცოდი. ვიცოდი რომ არსებობდა ეკლესიები, მქონდა სახლში ხატები და ჩემთვის ვლოცულობდი. ძილის წინ, დილით, წამის წინ, ჭამის შემდეგ. არ ვიცოდი რომ არსებობდა წირვა-ლოცვა, ზიარება, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება, შეიძლებოდა გყოლოდა შენი პირადი სულიერი მოძღვარი. რომელთანაც გექნებოდა სულიერი კავშირი. ჩააბარებდი აღსარებას, მოისმენდი მის რჩევებს. გექნებოდა ცოცხალი ურთიერთობა მასთან, ეს ყველაფერი არ ვიცოდი.
ეს ყველაფერი ჩემთვის აღმოჩენა გახდა 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მე და ჩემი და მივედით ეკლესიაში და შემდეგ დავინტერესდით ამ ყველაფრით. შემდეგ მივხვდი, თურმე შინაგანად სულიერი ექიმობა უფრო მინდოდა. ეს იყო ჩემი მოწოდება, ვიდრე ფიზიკური. მივხვდი, რომ უპირატესი სულიერი ექიმობა იყო.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის ნათია ლაბაძე, რომელიც ისტორიაში პირველი ქალი კაპიტანი გახდა?
⭕„გამოყავი დრო მარტოობისა და სიჩუმისთვის...“ - 23 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან