მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
როგორც მსახიობის სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილი თაფლობის თვეს შვეიცარიაში ატარებს:
„ბედნიერებას იმსახურებ, ძალიან ლამაზად გამოიყურები“.
„კარგი დასვენება წყვილს“.
„ხელის გულზე გატარებს მეუღლე, ძალიან მიხარია“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიზა ბაგრატიონი 52 წლის გახდა - როგორ მიულოცეს მომღერალს დაბადების დღე
⭕„რითმა თავში არ მომსვლია ისე დავბერდი და ლექსებს ვწერ...“ - როგორი ბებიაა ლაურა რეხვიაშვილი