Digest Logo

„სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა...“ - ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას მეგობრები და კოლეგები ეხმაურებიან

1726227682
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 13 სექტემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ. მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.

მსახიობს კოლეგები და ახლობლები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:

„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, (სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ“,

„უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალ მოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… ზაქარია ბერიკაშვილი. როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები ჩვენო „კალია”,

„ჩემო ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, მხიარულო, გულიანო მეგობარო, ჩემო ძვირფასო ბერიკ, უცბად ყველაფერმა იცვალა ფერი. ძალიან მომენატრები, მადლობა ყველაფრისათვის. შეხვედრამდე“,

„მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. მადლობა ზურა ყველაფრისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქვია შენი მეგობარი. შეხვედრამდე“, - წერენ სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

⭕„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს, ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, ცას მისი ვალი აქვს...“ - გიორგი კეკელიძე სვანეთში მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილზე

⭕ლაშა გურული: თავს ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი, სითბოს ვიღებ ისე, როგორც ჩემპიონი და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი