Digest Logo

„სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია? არ მაქვს უფლება შეუხედავი ვიყო? თქვენი ბულინგი მაძლიერებს...“ - ნინო ნადირაძე კრიტიკოსებს პასუხობს

1754039379
ნინო ნადირაძე

თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას, რომელიც 31 ივლისს გაიმართა ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყო ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე.

მას ოპოზიციური არხების („ფორმულა“ და „ტვ პირველი“) ჟურნალისტებმა პროვოკაციული კითხვები დაუსვეს, აღნიშნული ვიდეოს შემდეგ კი ნინო ნადირაძე საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, ნაწილმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამჯერად ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მის კრიტიკოსებს მიმართავს.

იგი კრიტიკოსებს მხოლოდ ესთეტიკურ თემებზე საუბარში არ ადანაშაულებს, არამედ მათ აზრის თავისუფლებაზე ზეწოლაშიც - რადგან ისინი ცდილობენ, ადამიანებს ჩარჩოებში მოაქციონ და დააკომპლექსონ.

„ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ.

ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია?

არ მაქვს უფლება, ვიყო შეუხედავი და ნაკლოვანი?

რომ ვამბობ ბოლშევიკები ხართ და ფაშისტებითქო, ნუ გიკვირთ მერე თქვენი ბულინგი რომ ყოველ ჯერზე მაძლიერებს, ხომ უნდა ხვდებოდეთ ამდენს, მაგრამ უნიჭოები ხართ“, - წერს ნინო ნადირაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“ - ზურა ხაჩიძე ნინო ნადირაძეზე

⭕„ან უნდა შემეწყვიტა ტურნე, ან გამეგრძელებინა“ – რა დაავადება დაუდგინდა ჯასტინ ტიმბერლეიკს და რატომ აღმოჩნდა რთული არჩევანის წინაშე?

📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე