
ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე ოპოზიციის აქციაზე ბექა ოდიშარიას მიმართ გაჟღერებულ შეძახილზე: „მოკვდები, ისედაც კიბო გაქვს“ - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები. არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს „წყალში გადაყრილი“ უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ!“, - წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, გუშინ 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში მისულ პოლიტიკოსს, ბექა ოდიშარიას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვებით - „მოკვდები, მაინც კიბო გაქვს“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ვუშველოთ თმის ცვენას, ყველაზე ეფექტური მკურნალობა...“ - კოტე თოდუას რჩევები!
⭕ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიის დროს მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა
🎥 თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქართული დროშით მივიდა - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი