სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლას უამრავი ადამიანი ეხმაურება.
„ფეისბუკზე“ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამარჯვებას ცეკვით ზეიმობს, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.
„გარინჩას უმშვენიერესი კოჭლობიდან და რონალდინიოს სამბას ილეთებიდან მოყოლებული მჯერა, რომ რიტმის გრძნობასთან მჭიდრო კავშირშია ფეხბურთი და ყოველგვარი სხეულებრივი ინტელექტი, ტვინიდან ფეხის ტერფამდე იმპულსის გადაცემის სისწრაფე.
სიცოცხლის ამ ნაპერწკლების ჩუქების მერე კითხვა არავის უნდა ჰქონდეს, რა მაგია აქვს ფეხბურთს და რა მუხტის გადაცემა შეუძლია ასეთ გამარჯვებებს სრულიად ერის მორალური და ფსიქიკური მხნეობისთვის, რაც შემდეგ მრავალ სხვა წარმატებაში ტრანსფორმირდება“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დაჭრა თემქაზე - „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა
„ემოციური თამაში იყო, თუმცა ოცნება ავიხდინეთ“ - მამარდაშვილი