ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სიყვარული ხომ ის არის, რომ თავი გავწირო შენთვის?!
ანუ ჩემი სიმართლე კი არა,
ჩემი ყველაფერი უარვყო,
ჩემი სიცოცხლე უარვყო — შენთვის,
ეს არ არის სიყვარული?!
— „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ვიდრე საკუთარი სულის (სიცოცხლის) დადება მოყვასისთვის“ინ(15:13)“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვს მკაცრი სიტყვა შეიძლება დაავიწყდეს, თუმცა გრძნობა არასდროს“ - გიორგი ლობჯანიძე