
პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:
„რით შეიძლება ადამიანი შეაფასონ?
1. რა აქვს თავში;
2. რა აქვს გულში;
3. რა აქვს საბანკო ანგარიშზე.
მხოლოდ პირველით რაციონალისტები აფასებენ.
მხოლოდ მეორით - იდეალისტები.
მხოლოდ მესამით - მოტივირებული მოსარგებლენი.
თქვენც შეგიძლიათ, სხვათა შემფასებლები შეაფასოთ იმით, რითაც ისინი ვინმეს აფასებენ - მათი არჩევანი მათივე მკაფიო მახასიათებელია.
გარდაუვალად აუცილებელი არ არის, მაგრამ იცი, იმ სამიდან ყველაზე მეტად და გულწრფელად ვის შეიძლება უყვარდე?
კი გაგეღიმა, მაგრამ - სწორედ მესამეს.
როგორ? რანაირად? განა იმ მესამეს მხოლოდ სიმდიდრე და ეგოიზმის გამხარებელი კომფორტი არ აინტერესებს?!
პასუხი ერთია:
სიყვარული ლოგიკას არ ცნობს და არც ემორჩილება.
მართალი ხარ - არც სხვას არაფერს.
ის სამყაროში თავისუფლად დასეირნობს და, როგორც ალექსანდრე ჭავჭავაძემ თქვა, სადაც მივა, ტახტი გამზადებული აქვს.
მასზე ვერ ბატონობენ, მას მხოლოდ ემორჩილებიან.
ახლა დავუბრუნდეთ დასაწყისს:
...თავი...გული...ჯიბე.
სიყვარული ამათგან რომელიმეს შესაძლოა ხანდახან „გახედავს“ კიდეც, მაგრამ მისი სამფლობელო და მთავარი ინტერესი მეოთხე განზომილებაა - ამ სამთაგან განსხვავებული.
და რა ჰქვია ამ მეოთხე განზომილებას? - სულის თანაზიარობა.
მას ძალიან კონკრეტულ სახელს ვერც დაარქმევ - იდუმალია, საიდუმლოა.
მისი სრულფასოვანი გამოხატვა ინტელექტს არ შეუძლია.
„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“.
მართალია, რუსთველი აქ სიყვარულის უზენაეს იდეაზე ლაპარაკობს, მაგრამ მისი დასკვნა ყველა შეყვარებულს ეხება.
არავინ (ან - თითქმის არავინ) აფასებს ადამიანს იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლია მას უყვარდეს.
არადა, ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთი სიყვარულია“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლი პეისი და მეისი უილიამსი „პრაქტიკული მაგიის“ სიქველში ითამაშებენ
⭕ „მაგია გვაკავშირებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ბალიდან ახალ კადრებს გვიზიარებს