Digest Logo

„სიყვარულში „ფოიერვერკივითაა“...სწრაფად ინთება, როგორც კი რუტინა იწყება ქრება...“ - რამაზ გიგაური

1769114556
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონკრეტული ტიპის ადამიანზე წერს:

„იცნობთ ადამიანს, რომელიც.

ვერ იტანს სიტყვა „უნდა“-ს და აღმერთებს სიტყვა „მინდა“-ს? (მისთვის ნებისმიერი გრაფიკი ციხეა).

10 წუთში შეუძლია ისეთი სკანდალი მოაწყოს და მერე ისე გაგიღიმოთ, თითქოს არაფერი მომხდარა?

სასიცოცხლოდ სჭირდება სცენა, ყურადღება და კომპლიმენტები, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს?

სიყვარულში „ფოიერვერკივითაა“ — სწრაფად ინთება, გაღმერთებთ, მაგრამ როგორც კი რუტინა იწყება — სწრაფადვე ქრება?

ბევრს ის „ზედაპირული“, „ეგოისტი“ ან „დრამა ქვინი“ (მსახიობი) ჰგონია. სინამდვილეში კი, ამ ადამიანს პანიკურად ეშინია.

ფრიც რიმანი ამბობს, რომ ეს არის „ისტერიული პიროვნება“ (იგივე ცეცხლის სტიქია/მარსი-იუპიტერი).

თუ ობსესიურს — ცვლილების ეშინია, ისტერიულს — აუცილებლობის და „დასასრულის“ ეშინია.

მისი ტრაგედია ისაა, რომ მუდმივად გარბის. მას უნდა, რომ დრო არასდროს გაჩერდეს. ნებისმიერი ვალდებულება, საბოლოო გადაწყვეტილება ან სიბერე მისთვის კლაუსტროფობიას იწვევს.

ის აგროვებს არა ნივთებს, არამედ შთაბეჭდილებებს, რისკებს და „ლაიქებს“, რადგან სიჩუმეში საკუთარი თავის დანახვის ეშინია“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან მომწონს დედისერთობა... გავაანალიზე მხოლოდ მე ვარ და ყველაფერი ჩემთვის კეთდება“ - რას ჰყვება ნინა სუსლოვა

🎥 „ძალიან, ბრჭყვიალა ლამაზი და მშვიდი ცხოვრება მქონდა, მაგრამ სულ მინდოდა და ან ძმა...“ - ცისანა სეფიაშვილი

🎥 „ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი...დედას სამწუხაროდ ვატყუებდი ხოლმე...“ - როლანდ ოქროპირიძე